loader

“უღირსი ქაჯქალა! ახლა აგიხსნით რა განსხვავებაა საქართველოს და საფრანგეთის ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას შორის“ - კოვიდინფიცირებული ემიგრანტის წერილი, რომელსაც აქტიურად განიხილავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უღირსი ქაჯქალა! ახლა აგიხსნით რა განსხვავებაა საქართველოს და საფრანგეთის ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას შორის“ - კოვიდინფიცირებული ემიგრანტის წერილი, რომელსაც აქტიურად განიხილავენ

“ხო, ახლა აგიხსნით რა განსხვავებაა საქართველოს და საფრანგეთის ჩამოშლილ ჯანდაცვის სისტემას შორის.
მას შემდეგ, რაც დაგვიდასტურდა კოვიდი19, დილის 8 სთ-დან საღამოს 11-სთ-მდე გვირეკავს დაახლოებით 5 ორგანიზაცია. გვკითხულობენ ხომ არაფერი გვიჭირს; გვაფრთხილებენ, თუ სუნთქვის უკმარისობა გვაქვს სასწრაფოდ შევატყობინოთ რათა ოპერატიულად მოხდეს სამედიცინო ჩარევა;
გვთავაზობენ მომსახურების სერვის სახლიდან გაუსვლელად;
გვინაზღაურებენ გაცდენილ სამუშაო საათებს და დამატებით 14 დეკემბერს და 5 იანვარს გვირიცხავენ 150-150 ევროს პრემიის სახით. (თან ბოდიშს გვიხდიან ამ მცირე-ოდენზე)
უსასყიდლოდ გვიგზავნიან სადეზინფექციო საშუალებებს.
მორალური მხარდაჭერისთვის გვთავაზობენ ფსიქოლოგებთან ონლაინ გასაუბრებას;
მოკლედ: გვეუბნებიან რომ ჩვენ ვართ სახელწიფო და თქვენ ხართ მისი არსებობის მთავრი წყარო, ამიტომ ვალდებულები ვართ გადაგარჩინოთო.
საერთოდ არ გვჭირდება ნაცნობობა და ვინმეს შეწუხება. პირიქით აქეთ მაწუხებენ ამდენი რეკვით…
ვინაიდან გაიგეს რომ ოჯახში გვყავს არასრულწლოვანი, ქალაქის მერიამ გამოგვიგზავნა აბონიმენტი რათა შევიძინოთ ინტერნეტ თამაშები 90 ევროს ღირებულების. (რაც არასრულწლოვანზე ნაკლებად არ გამხარებია)
და ბოლოს: გადაეცით სალომე ზურაბიშვილს რომ იმ ქვეყანაში დაიბადა და გაიზრდა სადაც თანასწორობა, მეგობრობა და თავისუფლება, ყველაზე ღირებულია!!!
უღირსი ქაჯქალა!!!“- წერს AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი უგზარ სულაშვილი.