X
“მძიმე სენით შეპყრობილს, ისრაელიდან საქართველში რეანობილით დავაბრუნებთ“ - კულტურის პალატა ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად მარათონს იწყებს
19:24 / 13-12-2020
“ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა, საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი უკვე რამოდენიმე კვირაა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს, ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით!
მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით, უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება, გამოთქვამს დახმარების სურვილს! თქვენი თუნდაც მცირე დახმარება, მნიშვნელოვანია, რამეთუ შესაგროვებელია საჰაერო რეანომობილისთვის საჭირო თანხა 66 000 ათასი ლარი (20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან,ქალბატონ ქეთისთან. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში. მარათონი გაიმართება 18 დეკემბერს, დილით, 09-15 საათიდან 10-00 საათამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები, მისი კოლეგები.
ამავე დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნება ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი. საქართველოს კულტურის პალატა გამოაქვეყვენებს ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ზურაბ დოიჯაშვილისთვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხის ჩარიცხვა. მოგვწერეთ საქართველოს კულტურის პალატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე gcc0106@gmail.com დიდი მადლობა #საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის! ჩვენ ყველა ერთად დავაბრუნებთ ზურას საქართველოში!“ - ავრცელებს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო