loader

"მთელი ღამე არ მიძინია... უნამუსოები" - სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ამ კადრებმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი ღამე არ მიძინია... უნამუსოები" - სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ამ კადრებმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია

ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხმარებელმა მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე საცხობში ლობიანი შეიძინა, რომელიც მატლით სავსე აღმოჩნდა. 

გუშინ საღამოს მიცკევიჩის #21-ში მდებარე საცხობში “საამური” შევიძინე ლობიანები და ხაჭაპურები ბავშვის თხოვნით... აქვე მინდა გთხოვოთ ნუ შემომივარდებით კომენტარებით “რატომ საცხობის ლობიანი” ოჯახში მომზადებულ გადასარევ სადილებს და არც გამომცხვარს არ ჭამს ეს ბავში არაფრით, ისევე როგორც უამრავი თქვენი შვილები...


ეს ვერ გავაგებინე ვერაფრით... ამიტომ, იშვიათად, მაგრამ მაინც, ჩემი ხელით მიწევს ყიდვა და მოტანა.. მოკლედ მოვუტანე, შეჭამა მთლიანი ლობიანი. მოგვიანებით მეც შევუერთდი... და რატომღაც ჩვევა მაქვს ესეთი, გადავწიე ცომი და ჩავხედე. შავი რაღაც პატარა დავინახე ნუ ჩავთვალე დამწვარი ნაწილაკი იყო მერე მოვჩიჩქნე კარგად და აღმოვაჩინე უამრავი ფეხებიანი არსებები!!შეუძლებელია ეს არ დაენახა მცხობელს როდესაც გულსართს ამზადებდა! უბრალოდ “დაიკიდა”ხეთქეთო! მთელი ღამე არ მიძინია! ან შვილები არ ყავთ ან ოჯახი?! რატომ და როგორ ბედავენ და აკეთებენ ამას ამ საუკუნეში?! უნამუსოები! ეს არ შერჩებათ!" 

"პალიტრავიდეო" ინფორმაციის გადამოწმებას იმ საცხობში შეეცადა, რომელსაც მომხმარებელი საკუთარ პოსტში ადანაშაულებდა. 

ჩვენ დავუკავშირდით საცხობს იმ ნომერზე, რომელიც ფოტოზე იყო მითითებული, თუმცა, როგორც გვითხრეს, ეს საცხობი ქსელურია და ჩვენ თემქაზე არსებულ საცხობს დავუკავშირდით.