X
"ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი" - კახა კალაძე
09:17 / 16-12-2020
თბილისი მერი კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო - მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო.... მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ , ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს. ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? - ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.  ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
ჰორმონალური დისბალანსი და სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატება - ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ვიდეო: “რუსთავი 2“



“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს