loader

"მთელი უბანი იწამლება" - რა ხდება ამ წუთებში გლდანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი უბანი იწამლება" - რა ხდება ამ წუთებში გლდანში

"ფეისბუქგვერდი" "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს ვიდეოს მინაწერით:

"გლდანის პარკი, მე-6 მკ, მიდის ადგილის რეაბილიტაცია, 1 საათზე მეტია ტრაქტორი ბოლავს. მთელი უბანი იწამლება!
ადგილობრივებმა დარეკეს მერიაში, მერიამ გადაამისამართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, რომლებმაც უთხრეს "ჩვენ არ გვაქვს ტრაქტორის გამონაბოლქვის გასაზომი აპარატიო". 

"საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29. ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.

ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება, ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით."