loader

"დაუძახო ქალ პრეზიდენტს "ყ.." - არაა სიტყვის თავისუფლება!" - მანუჩარ პირველი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო ჟურნლისტური ეთიკის ქარტიას ტოვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაუძახო ქალ პრეზიდენტს "ყ.." - არაა სიტყვის თავისუფლება!" - მანუჩარ პირველი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო ჟურნლისტური ეთიკის ქარტიას ტოვებს

მანუჩარ პირველი ჟურნლისტური ეთიკის ქარტიას ტოვებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქარტიის მიერ "მთავარი არიხის" დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება.

ამის შესახებ მანუჩარ პირველი სოციალურ ქსელში წერს:

"ამ განცხადების საფუძველზე ვტოვებ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას. ორგანიზაციას, რომელსაც ვერ გაურკვევია განსხვავება აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებასა და - სიძულვილის და შეურაცხყოფის ენას შორის. განსაკუთრებით, ქარტიას ჩემი ხელმოწერის გარეშე, ქარტიის სახელით არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ისეთი ტიპის განცხადება, რომელშიც მოხვდა ისეთი წინადადება, რომელსაც კატეგორიულად ვემიჯნები, - რადგან, არ მიმაჩნია რომ "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე", რადგან მიმაჩნია რომ სიძულვილის ენის "გამოხატვის თავისუფლებით" ინდულგენციით ქვეყნის ფსიქიური აშლილობა მიდის ქაოსისკენ და ქუჩურ არეულობისაკენ. დიახ, პარლამენტი უნდა დაჯდეს და ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს "კანონი ძალადობის ენის შესახებ". დაუძახო ქალ პრეზიდენტს "ყ.." - არაა სიტყვის თავისუფლება! და ამაზე რომ ნორმალური რეაგირება არ შეგიძლია, ეს არის ლაჩრობა და მშიშრობა. და ამის ფაქტი სახეზეა - ქარტია ერთ წრეზე ტრიალებს და დღემდე ვერ ჩამოყალიბდა მისი გადაწყვეტილებები ანგარიშგასაწევ ან პატივსაცემ ფაქტორად".