loader

"ერთმანეთს ნუ ჭამთ, არ შეგერგებათ, არავითარი არმაგედონი არ დამხვედრია სითი მოლში" - ხატია სიჭინავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთმანეთს ნუ ჭამთ, არ შეგერგებათ, არავითარი არმაგედონი არ დამხვედრია სითი მოლში" - ხატია სიჭინავა

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს:
"მართლა მაინტერესებს რა გიკვირთ ადამიანს თუ რამის ყიდვა უნდა?! მე პირადად ვერ ვყიდულობ ბავშვისთვის ონლაინ ვერც ტანსაცმელს და ვერც ფეხსაცმელს! თუ არ ავარჩიე და არ დავინახე რას ვყიდულობ, ან უხარისხო მოდის, ან დიდი ან პატარა.

არავითარი არმაგედონი არ დამხვედრია სითი მოლში!

რომ არ ყოფილიყო შეზღუდვები, ზუსტად ასე მშვიდად და რეგულაციების დაცვით იმუშავებდა მოლები ისედაც!

შეზღუდვები შეეხო მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს, ვინც ვერ მოახერხა საკუთარი ტრანსპორტით მისვლა და უკვე მოლის კი არა საჭმლის ფული არა აქვს! რადგან ყველაფერი სწორედ მათზეა გათვლილი! ჯერ!

კარფურში ყოველდღიურად უფრო დიდი რიგებია!

ერთმანეთს ნუ ჭამთ, არ შეგერგებათ!!" - წერს სიჭინავა.