loader

„ეს არ არის იმ ტიპის სიკეთე, რომელიც ფარულად კეთდება" - მამა თეოდორე მრევლთან ერთად იმ ოჯახებს დაეხმარა, რომელთა შვილებსაც დისტანციურ სწავლებაზე სრულფასოვანი წვდომა არ აქვთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ეს არ არის იმ ტიპის სიკეთე, რომელიც ფარულად კეთდება" - მამა თეოდორე მრევლთან ერთად იმ ოჯახებს დაეხმარა, რომელთა შვილებსაც დისტანციურ სწავლებაზე სრულფასოვანი წვდომა არ აქვთ

ჯვართამაღლების ეკლესიის სამრევლო პანდემიის მეორე ტალღის პირობებში ისევ განაგრძობს მოსახლეობის მხარდაჭერას. ამჯერად თბილისსა და რეგიონებში იმ ოჯახებისათვის, რომელთა შვილებსაც დისტანციურ სწავლებაზე სრულფასოვანი წვდომა არ აქვთ, მრევლმა 10 ახალი ლეპტოპი შეიძინა.

ასევე, ტაძრის მრევლი, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან ერთად, სასწავლო წლის ბოლომდე, ივნისამდე, სრულად დაუფინანსებს ამ ოჯახებს ინტერნეტის საფასურს, რათა ბავშვებს საშუალება მიეცეთ, ჩაერთონ სასწავლო პროცესში და დახურონ სემესტრი.

არსებობს პრაქტიკა, როდესაც ეკლესია ბევრ სიკეთეს დაფარულად აკეთებს, მაგრამ ამჯერად „ეს არ არის იმ ტიპის სიკეთე, რომელიც ფარულად კეთდება, არამედ ეს არის მიზანმიმართული საქველმოქმედო კამპანია სხვებისათვის სტიმულის მისაცემად“.