loader

"მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ" - ზურა ჯაფარიძე 31 დეკემბერს საჯარო დაბადების დღეს იხდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ" - ზურა ჯაფარიძე 31 დეკემბერს საჯარო დაბადების დღეს იხდის

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 31 დეკემბერს საჯარო დაბადების დღეს იხდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც შექმნილია "ფეისბუქივენთი", სახელწოდებით "ჯერ სახლში, მერე ჯაფარასთან".

"31 დეკემბრის ღამეს ჩვენს ქალაქში პრაქტიკულად არსად არაფერი ხდება. არადა, გარდა იმისა, რომ ახალი წელია, 31-ში დავიბადე, 23.45-ზე, 1 იანვარი მიწერია დაბადების მოწმობაში. რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანა გაყინულია და არ იცით როგორ გაერთოთ ახალი წლის ღამეს: გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე.

დაბადების დღეზე მოსახვედრად საჭირო პირობების გასაცნობად მომწერეთ ამ გვერდის ინბოქსში და ჩემი მეგობრები გიპასუხებენ. საღამოზე მოქმედებს ასაკის შეზღუდვა: +18. რადგან მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ, ყველამ ვეცადოთ დავიცვათ კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.