loader

ქართველი კრიმინალების დაკავების კადრები - სპეცოპერაცია კიევში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი კრიმინალების დაკავების კადრები - სპეცოპერაცია კიევში

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ცენტრში ქართველი კრიმინალების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცრაზმელებმა 46 წლის რომეო ფიფია და 45 წლის გია დანელია დააკავეს.

როგოც უკრაინული გამოცემა იუწყება, ქართველმა კრიმინალებმა უკრაინელი დეპუტატის, ვლადიმერ კაცუბას დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატის მძღოლი ლესია უკრაინკას მოედანთან მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ფულით გამოვიდა, რა დროსაც მას ორი ქართველი მიუახლოვდა და ხელყუმბარის აფეთქებით დაემუქრა.

საქართველოს მოქალაქეებს არაერთ ძარცვაში ადანაშაულებენ.

სპეცოპერაცია 2019 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა, კადრები კი ინტერნეტში ახალი გავრცელებულია.