loader

“დრო მოვიდა... ფრთხილად იყავით, მეგობრებო!“ - ხატია სიჭინავა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დრო მოვიდა... ფრთხილად იყავით, მეგობრებო!“ - ხატია სიჭინავა მიმართვას ავრცელებს

“დრო მოვიდა... ან დრო ამოიწურა, ათვლა დაიწყო.
ახლა ყველას აქვს სრული ხედი. ყველამ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. ყველა თავს იჩენს. ყველას სიტყვა და საქმე ჩაწერილია.
ვინ რას იმსახურებს.
ყველა მიიღებს სამაგიეროდ ბევრჯერ მხოლოდ იმას, რასაც სხვა ადამიანებს აძლევს.
ადამიანი არის ღმერთი. ვინც მის წინააღმდეგ წავა, ის სულელი და ბრმაა. და სასაცილო.
ფრთხილად იყავით, მეგობრებო! საკუთარ თავს დააკვირდით. ომი გრძელდება ადამიანების გონებისთვის და მათი სულისთვის.
და არაფრის შეგეშინდეთ. რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს, მხოლოდ ხარისხს.
ვინც სიყვარული იცის, ნაკლებზე აღარ დათანხმდება.
ვისაც ყურები აქვს, ისმინოს. ვისაც თვალები აქვს, დაინახოს. ვისაც სული აქვს, დაე გრძნობდეს.
მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა“ - წერს ხატია სიჭინავა.