loader

შესთავაზებენ თუ არა ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას? - პატრიარქის მდივან-რეფერენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შესთავაზებენ თუ არა ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას? - პატრიარქის მდივან-რეფერენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შესთავაზონ. როგორც პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა აცხადებს, პატრიარქს ჯერჯერობით არცერთი PCR ტესტი არ გაუკეთებია.

რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, როგორც ცისანა შარტავა ამბობს, მას ჯერჯერობით covid-19 არ დადასტურებია და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც რაიმე სიმპტომი აღენიშნება. მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილი მეუფე ანტონის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. შორენა თეთრუაშვილის ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის, კორონავირუსი, დაახლოებით, 20-მდე სასულიერო პირს აქვს.