loader

"დაახვიეთ და ერთმანეთს გადაარტყით ეგ თქვენი ზემოდან მოცემული კანონები... უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება" - ხატია სიჭინავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაახვიეთ და ერთმანეთს გადაარტყით ეგ თქვენი ზემოდან მოცემული კანონები... უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება" - ხატია სიჭინავა

ვაკის ეკლესიის სატრაპეზოში გუშინ შობის დღესასწაული რეგულაციების დარღვევით აღნიშნეს. ვიდეო რამდენიმე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა.

ამ ამბავს გამოეხმაურა ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და აღნიშნა, რომ უსამართლო ომში ვაკის ეკლესიის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას გვერდით იბრძოლებს.

„უკვე ყოველგვარ საზღვარს ცდება ვაკის ეკლესიაზე თავდასხმა!

შობას ყველა ეკლესიაში იყო შეკრებილი.... მიხვდით უკვე, რომ ადამიანებს ვერ დააცალცალკევებთ და ვერ ჭრის შეშინება გათითოკაცებისთვის!

დაახვიეთ და ერთმანეთს გადაარტყით ეგ თქვენი ზემოდან მოცემული კანონები!

სულ არ ვარ მამა შალვას მრევლი, მაგრამ თუ დავჭირდები, მის გვერდით დავდგები ასეთი ვერაგი ბრძოლის ველზე!“ - წერს ხატია სიჭინავა.