loader

"მისი მოხმარება ყველა სახის სიკვდილიანობას 23%-ით ამცირებს" – რომელ ბოსტნეულს გვირჩევს ექიმი ზაზა თელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მისი მოხმარება ყველა სახის სიკვდილიანობას 23%-ით ამცირებს" – რომელ ბოსტნეულს გვირჩევს ექიმი ზაზა თელია

წითელი მწარე წიწაკის (Red Hot Chili Pepper) რეგულარული მოხმარება ასოცირებულია სიკვდილობის რისკის შემცირებასთან, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებასთან, – ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია წერს.

„22 811 ადამიანზე ჩატარებული დიდი კვლევა – ადამიანები, რომლებიც ჭამდნენ წითელ წიწაკას 4-ჯერ კვირაში, ჰქონდათ 23%-ით ნაკლები რისკი ყველა ტიპის სიკვდილისა, ვიდრე მათ, ვინც იშვიათად ჭამდა ან საერთოდ არ ჭამდა.

ასევე, 34%-ით ნაკლები რისკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისა, თუმცა სიმსივნით გამოწვეული სიკვდილის რისკის შემცირება ვერ იქნა ნანახი.


წითელი წიწაკის რეგულარული მოხმარებით ასევე შემცირდა გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის რისკი, შედარებით იმ ადამიანებთან, ვინც საერთოდ არ ჭამენ, ან მცირე რაოდენობით მოიხმარენ“, – წერს ექიმი სოცქსელში.