loader

“უზრდელი ქალი ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი გაუტეხელი და ტუტუცი, არა“ - გრიშა ონიანი მის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე განმარტებებს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უზრდელი ქალი ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი გაუტეხელი და ტუტუცი, არა“ - გრიშა ონიანი მის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე განმარტებებს აკეთებს

“როგორც გადმომცეს გუშინ, 11 იანვარს, ფეისბუკზე დაიდო ვიდეო-რგოლი ჩემი ქცევის გამო.
პუშკინი ძალიან წუხდა, რომ შექსპირმა ქალი არარაობას შეადარა და ამით შეურაცხჰყო სიტყვა ‘’არარაობის’’ მხატვრული ღირსება. მე არ ვეთანხმები ამ შეფასებას, რადგან ქალი ჩემთვის ყველაფერია მას შემდეგ, რაც აზროვნება გამიჩნდა და მომყვება დღემდე. მაგრამ, ალბათ, ისიც სწორია, არა თუ საზოგადოება, არამედ ოჯახიც არ არსებობს სიმახინჯის გარეშე.
სანაპიროზე, ‘’ტროტუარის’’ გასწვრივ მიმავალ მანქანას როგორ უნდა შემექმნა საავარიო მდგომარეობა უკან მომავალი ტრანსპორტისთვის თუ სწრაფ დამუხრუჭებას არ გამოვიყენებდი, ან მეორე ხაზზე გაუფრთხილებლად არ გადავიდოდი? არცერთი მოქმედება იმ მომენტისათვის არ ჩამიდენია. ჩემი მანქანის წინ, სედანის ტიპის მანქანამ მყისიერად შემოუხვია და გააჩერა. სულ მცირე, ალბათ, სანტიმეტრებში შევძელი დამუხრუჭება, რომ მანქანის ძარას შუაზე არ დავჯახებოდი ( ანუ ლაბავოი დარტყმა). სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი მანქანა ადგილიდან სწტაფად მოწყდა და შურდულივით გავარდა. არ დამინახავს მძღოლი კაცი იყო თუ ქალი. ვიდრე მანქანაში ჩავჯდებოდი დამრღვევ მანქანას საკმარისო მანძილი ჰქონდა გავლილი.
ვიფიქრე, იქნებ ოპერატიული მანქანაა და დამნაშავეს მისდევსთქო. . ამიტომაც შეასრულა მანქანის გაჩერების თავგანწირული ოპერაცია, მაგრამ ჩემს გარდაუვალი მარცხის გამომწვევი მიზეზი მაინც მაინტერესებდა. მანქანას მალე დავეწიე, შევხედე და საჭესთან ქალბატონი იჯდა. რამდენჯერმე ვანიშნე გაჩერება, მაგრამ მანქანას ხან აჩქარებდა და ხან შეანელებდა. ბოლოს, ბელიაშვილის ქუჩაზე მე წინ გადავუდექი და საშუალება არ მივეცი მოძრაობის. მანქანიდან გადავედი და ჩაწეული ფანჯრიდან, ხელში ტელეფონ მომარჯვებულმა ქალბატონმა იმის მაგიერ, რომ ან ბოდიში მოეხადა ან გავერკვიე რა მოხდა, უხეშად დამიწყო საუბარი და ‘’შემაშინა’’ –
- შენ იცი მე ვინ ვარ?! შენ იცი მე ვისი შვილი ვარ?!’’
- ვისი შვილიც არ უნდა იყო, უფლება არ გაქვს, რომ სხვისი შვილები ან მოხუცები ავარიაში მოაყოლო - ვუპსუხე მე ემოციურად.
- შენ ვინ ხარ?! რატომ ასეთი ტონით მელაპარაკები?!
- მე გრიშა ვარ ონიანი და სულაც არ მაინტერესებს ან შენ ვინ ხარ და ვისი შვილი ხარ. მე მამაშენის და შენი გამზრდელის დედაც ... მოვუკითხე.
უზრდელი ქალი ბევრი მონახავს, მაგრამ ასეთი გაუტეხელი და ტუტუცი, რომ მოხუცებულ კაცს ესე ეპასუხებოდეს და გამომწვევად ექცეოდეს, არ მინახავს.
ფეისბუკელებო, ვისაც სულითა და გულით გინდათ ასეთი ქალის დაცვა, ღმერთმა ყოველ დილა-საღამოს შეგახვედროთ, როგორც მე შემხვდა 11 იანვარს.
ქალთა სასაუბრო სივრცის წარმომადგენელს კი უნდა მოვახსენო, რომ გაცნობის მიზნით, როგორც თქვენ პოსტში ავრცელებთ და წერთ, სულ არ მიცდია მისი დევნა და შეჩერება - ჩემი ასაკიდან გამომდინარე.“ -ავრცელებს გრიშა ონიანი.