loader

“გარკვეული ხნით საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს, ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა“ - დავით უსუფაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გარკვეული ხნით საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს, ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა“ - დავით უსუფაშვილი

“მეგობრებო,
გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს. საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა.
ბევრმა იცით, რომ ბოლო თვეებში სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ვერც მძიმე პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაში ვიაქტიურე სათანადოდ და ამით ბევრს იმედი გაგიცრუეთ.
ეს, და კიდევ 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ფეხზე ვერ დაყენებაში ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდაა ის მთავარი სტიმულატორი, რომელიც მწყობრში მალე დაბრუნებას და საქმეში ბოლომდე დახარჯვას შემაძლებინებს.
"ჩვენი მოწყენილი კარგი ქვეყნის" მალე გახარებას გისურვებთ!“ -ავრცელებს დავით უსუფაშვილი.