loader

"ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, აი, ამას კი არ ვე­ლო­დი! რაებს წერთ ან თქვენ, ან თქვე­ნი ე.წ. მრევ­ლი?!“ - რატომ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში ბიძინა კულუმბეგოვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, აი, ამას კი არ ვე­ლო­დი! რაებს წერთ ან თქვენ, ან თქვე­ნი ე.წ. მრევ­ლი?!“ - რატომ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში ბიძინა კულუმბეგოვი

“ინგლისში სოლსბერის კათედრალი ვაქცინაციის მთავარი ლოკაციაა
აი, ტაძრის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ესაა!
“ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში!” - წერს ბიძინა კულუმბეგოვი და ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ინგლისში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა მედიკოსის პოსტმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. სოციალური ქსელის წევრებმა ექიმის პოზიცია მწვავედ გააკრიტიკეს და ისიც კი დაიწერა, რომ ვაქცინებს “აბორტების ნარჩენებისგან ამზადებენ“.

“ანუ ვიღაც კულუმბეგოვი საზ აზრის ჩამოყალიბებას ჩალიჩობს და ჩვენ მშვიდად ვუყუროთ ქალბატონოო?“...
“არც ეგეთი გულუბრყვილო ხართ ბატონო ბიძინა თქვენი ნათქვამი რო გჯეროდეთ! და არც ჩვენ ვართ ეგეთი გულუბრყვილოები ეგ რომ დავიჯეროთ და მოვიწონოთ გლობალისტების ბინძურ ტვინში მოხარშული!“...

„ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, აი, ამას კი არ ვე­ლო­დი! რა­ებს წერთ ან თქვენ, ან თქვე­ნი ე.წ. მრევ­ლი?!“

“ერთი ვაქცინა მაინც გვითხარით რომელიც ადრე ეკლესიაში გაკეთებულა და ამხელა აგიტაცია და სპექტაკლები დაჭირვებიათ!“...
“ვაქცინებს აბორტების ნარჩენებისგან ამზადებენ და ეს ჩემი მოგონილი არაა, რომის პაპის განცხადებაა...“
“Bidzina Kulumbegov სავარაუდოთ თქვენ ალბათ არ ხართ ქრისტიანი მართლმადიდებელი და რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? იქნებ თქვენს სალოცავებში მოგეწყოთ პირველრიგში ე.წ.„ლოკაციები“ ვაქცინაციისთვის და მერე ისაუბრეთ ქართულ ტაძრებზე“...
“აი ვთქვათ საჭირო გახდა ადამიანების სოცოცხლის გადასარჩენად აცრების მასიურად გაკეთების აუცილებლობა. რაიმე პრობლემაა თუნდაც ამისთვის ტაძარი ან მისი ეზო რომ გამოვიყენოთ?“ -ასე უპასუხა ბიძინა კულუმბეგოვმა კრიტიკას.