loader

თოვლი, ნისლი და ქარბუქი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თოვლი, ნისლი და ქარბუქი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

დღეიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, 19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში - ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე - 2-3-ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე - ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე - შემოყინულობა, მთიან რეგიონებში - ზვავსაშიშროება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-22 იანვარს, ღამის საათებში, კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით, ლიმონის ნარგავები დააზიანოს.