loader

"იყო პრემიერისგან გამოგზავნილი დიდი გვირგვინი, მაგრამ საქართველოს ტელევიზიის სახელით არავის მოუსამძიმრებია" - რას პასუხობს გიორგი გაბუნიას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იყო პრემიერისგან გამოგზავნილი დიდი გვირგვინი, მაგრამ საქართველოს ტელევიზიის სახელით არავის მოუსამძიმრებია" - რას პასუხობს გიორგი გაბუნიას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორი

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ გიორგი გაბუნიას მონოლოგს:

"ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი თუ ახლანდელიც ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად. პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა. თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა", - წერს თინათინ ბერძენიშვილი.