X
"პატრულმა გამაჩერა... ვუთხარი, რომ როგორც ექიმი, სულელურ რეკომენდაციებს არ გავცემ; გაბრაზდა და მომაძახა..." - რას ჰყვება ქართველი ექიმი
15:40 / 18-01-2021
სოციალურ ქსელში ექიმი ოთო აბესაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გვიან ღამით მომხდარს დეტალურად იხსენებს:

"აქვე პატარა, მაგრამ ძალიან გასაბრაზებელი ისტორია.
მოკლედ, ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი დატვირთული გრაფიკი, კლინიკიდან კლინიკაში სირბილი და საშუალოდ 117 საათიანი სამუშაო კვირა. პანდემიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სამსახურში სხვა ეკიპირებასთან ერთად პირბადეც სულ მიკეთია. აქვე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მეც გადავიტანე Covid-19. ერთადერთი შანსი სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, კვირაში 1-2 საღამოს მაქვს, როცა მორიგე ან მუშაობისგან ძალიან დაღლილი არ ვარ და ჩემს ცუგა ღუპისთან ერთად უბანში სკეიტით "საკატაოდ" გავდივარ ხოლმე. დღეს 21:30სთ-ზე კეთილისმსურველმა პატრულის ეკიპაჟმა გამაჩერა და იმის იმედით, რომ მსუყე ჯარიმას გამომიწერდა, საშვის ქონა არ ქონის საკითხის გარკვევა დაიწყო. ვინაიდან როგორც ექიმი "პრივილეგირებული" და საშვიანი ვარ, გადაწყვიტეს, პირბადის არ ქონის გამო დაჯარიმება. ხაზს ვუსვამ, ამ დრომდე ძალიან მშვიდად და მეგობრულად ვიქცეოდი. ვეცადე ამეხსნა, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა ვარჯიშისას პირბადის ტარება. მითუმეტეს, როცა ირგვლივ კაცი შვილის ჭაჭანება არ არის. ამიხსნეს, რომ კანონი დავარღვიე და მაინც დავჯარიმდებოდი. ისევ ზრდილობიანად და ღიმილით ვეცადე ამეხსნა, რომ ლოგიკის ჩარჩოებს სცდებოდა კანონის მათი ინტერპრეტაცია. პასუხად ჭკუა დამარიგეს, რომ სხვებსაც მივუთითო პირბადის ტარებაზე. ვუთხარი, რომ როგორც ექიმი, სულელურ რეკომენდაციებს არ გავცემ და მისი შენიშვნა მედიცინის თვალსაზრისით დებილობაა. ამ ორი სიტყვის გაგონებაზე შეურაცხყოფის მიყენებისთვის ბორკილების დადებითა და დაკავებით დამემუქრა. რაზედაც ტაში დავუკარი და სიცილი ვერ შევიკავე. აღნიშნულზე პატრულ-ინსპექტორი გაბრაზდა და მომაძახა: ჰო უკარი ტაში, შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხებაო.

მოკლედ, მადლობა გადავუხადე და დამშვიდობებას ვაპირებდი ისევ მომაძახა: არც ექიმად ივარგებო! ვკითხე, ეგ არაა შეურაცხყოფა-მეთქი? არა, მე ჩემს კოლეგას ვუზიარებდი საკუთარ აზრსო, მითხრა დამცინავად. ჰო, მეც ჩემ ძაღლს ვეკითხებოდი, პასუხი საჭირო არ იყო-მეთქი ვუპასუხე, ქვითარი ჩავიჯიბე და ვარჯიში განვაგრძე.
P.s. ვინმე გამოცდილმა ამიხსენით სად და როგორ უნდა გავასაჩივრო ?
P.p.s. მოდი და არ გეძინოს მშვიდად წესრიგს ისე იცავენ."
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს არის სენსაცია! ნიკა მელია შეიძლება ვიხილოთ მმართველ გუნდში... მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ“ - ლელა კაკულია ვიდეოს აქვეყნებს
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
საშიშია თუ არა კორონავირუსზე ვაქცინაცია? - ლელა კაკულია უახლეს ვიდეოს აქვეყნებს და მომავალში კიდევ ერთ პანდემიას წინასწარმეტყველებს.





ორი ქურთუკის ისტორია, რომლებმაც ნიკა მელია სკანდალში გახვიეს - “ხალხო, დამაკომპლექსეს, ვეღარ ვიცვამ“
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?