loader

“გა­მო­მარ­თვი რა, არ მინ­და შენი ფული, ჩემ­გან წა­უ­ღე ჯუ­ლი­ე­ტა­სო” - თეა ადეიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გა­მო­მარ­თვი რა, არ მინ­და შენი ფული, ჩემ­გან წა­უ­ღე ჯუ­ლი­ე­ტა­სო” - თეა ადეიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თეა ადე­იშ­ვი­ლი კო­ლე­გი­სა და მე­გობ­რის, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა. თეა ადე­იშ­ვი­ლი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის დაკ­რძალ­ვის დღეს იხ­სე­ნებს:

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია მხო­ლოდ სა­ხელს რომ ახ­სე­ნებ და ყვე­ლა ხვდე­ბა, ვის გუ­ლის­ხმობ, მის საქ­მეს, მის სტილს, მის მა­ნე­რას, მის და­ნა­ტო­ვარს - მისი სა­ხე­ლი ქვია და ხალ­ხში მათ ერ­თდრო­უ­ლად აღიქ­ვა­მენ დიდ და მი­უწ­ვდი­მელ მოვ­ლე­ნად და ამა­ვე დროს ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლად...

დაკ­რძალ­ვის დღეს ადრე წა­ვე­დი ან­ჩი­სხატ­ში, მინ­დო­და იქამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­ნამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­დო­და, სა­ნამ ტა­ძა­რი და ეზო გა­ივ­სე­ბო­და და ახ­მა­ურ­დე­ბო­და... მა­ნამ­დე ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე ყვა­ვი­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვად გავ­ჩერ­დი, ძი­რი­თა­დად ვარ­დე­ბი და სხვა­დას­ხვა კომ­ბი­ნა­ცი­ის გვირ­გვი­ნე­ბი იყო, მეყ­ვა­ვი­ლე­ებ­მა თა­ვი­სი ვერ­სი­ე­ბიც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მე რამე ისეთს ვე­ძებ­დი... სა­დას, მოკ­რძა­ლე­ბულს, ლა­მაზს... მა­ინც ვერ გა­ი­გეს რა მინ­დო­და. ყვა­ვი­ლე­ბის რი­გის ბო­ლოს ერთი კაცი იდგა, თბი­ლად ეცვა, უხა­სი­ა­თო ჩან­და, როცა მი­ვუ­ახ­ლოვ­დი მი­თხრა: “არ გე­წყი­ნოს და ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლი ქალი ხარ, სადა ჩემი გოგო აგერ იები მაქ, თოვლში ამო­სუ­ლი იები გი­ნა­ხი­აო?” იმ წამს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი იყო ეს სი­ტყვე­ბი ჩემ­თვის, გა­მე­ღი­მა, 5 კონა ჰქონ­და, ყვე­ლა ვი­ყი­დე. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და და ფული რომ გა­და­ვი­ხა­დე ვუ­თხა­რი რა­ტო­მაც ვი­ყი­დე მისი იები ასე და­უ­ფიქ­რებ­ლად, ამ პრე­ტენ­ზი­ულ­მა ქალ­მა. მან­ქა­ნამ­დე მსდია: - “გა­მო­მარ­თვი რა, არ მინ­და შენი ფული, ჩემ­გან წა­უ­ღე ჯუ­ლი­ე­ტა­სო”, დახ­ლი მი­ა­ტო­ვა, მომ­ყვე­ბო­და და მეხ­ვე­წე­ბო­და - “სინ­დისს გე­ფი­ცე­ბი გა­მი­ხარ­დე­ბა, გა­მო­მარ­თვი შენი ფული” - მომ­ყვე­ბო­და და ასე ცო­ცხა­ლი მე­გო­ბა­რი­ვით ახ­სე­ნებ­და, ჩემ­გან წა­უ­ღე ჯუ­ლი­ე­ტა­სო მეხ­ვე­წე­ბო­და...

მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბით ხსე­ნე­ბის მცი­რე თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში ჯუ­ლი­ე­ტა დი­დი­ხა­ნია არის და ეს ფა­მი­ლა­რო­ბას კი არა, მის აღი­ა­რე­ბას და სიყ­ვა­რულს ნიშ­ნავს...ასე იყო ეს ამ­ბა­ვი ... ასეთ დროს გან­ცდა გაქვს, თით­ქოს ის მე­სა­მე და მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი უხი­ლა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს ამ მის­ტი­კა­ში.

როცა ან­ჩის­ხატ­ში მი­ვე­დი გი­ორ­გი ეზო­ში იდგა, ტა­ძარ­ში მხო­ლოდ ჯუ­ლი­ე­ტა, ლელა, დათა და ბა­ტო­ნი შალ­ვა იყ­ვნენ... იმ სევ­დი­ან მდუ­მა­რე­ბა­ში, ულა­მა­ზეს ან­ჩი­ხატ­ში შე­მო­სუ­ლი მზის სხი­ვე­ბიც თა­ვი­სი წეს­რი­გით იფან­ტე­ბოდ­ნენ და ირი­ბად ეცე­მოდ­ნენ ჯუ­ლი­ე­ტას შავ-თეთრ ფო­ტო­ზე ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­ულ და დახ­ვე­წილ ნაკ­ვთებს. ძველ ტა­ძარ­ში, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და აკა­დე­მი­უ­რად თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო რო­გორც ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძეს უხ­დე­ბო­და, მაგ­რამ არა ვარ­სკვლა­ვებს! ხალ­ხი ნელ-ნელა მო­დი­ო­და, ფერ­მკრთა­ლი გი­ორ­გი ტა­ძარ­ში შე­მო­ვი­და, ვიგ­რძე­ნი, რომ იმ წუ­თებ­ში ოჯა­ხი ბო­ლო­ჯერ რჩე­ბო­და მარ­ტო მათ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ადა­მი­ან­თან, გა­მოს­ვლი­სას ფო­ტოს­თან ახ­ლოს დავ­დე ჩვე­ნი იები, თით­ქოს თა­ვის­თა­ვად რომ ვი­პო­ვეთ ერ­თმა­ნე­თი და იმ სი­ცი­ვე­ში, ამ გა­ჭირ­ვე­ბა­სა და პან­დე­მი­ა­ში უც­ნობ­მა მეყ­ვა­ვი­ლემ და­უ­ფიქ­რებ­ლად რომ გა­და­წყვი­ტა რომ მის­გა­ნაც ეკუთ­ვნო­და ყვა­ვი­ლი გე­ნი­ა­ლურ ჯუ­ლი­ე­ტას... ეს ფოტო გი­ორ­გის ადრე მოვ­პა­რე და ვი­ნა­ხავ­დი, ვფიქ­რობ­დი თუ ოდეს­მე ჯუ­ლი­ე­ტას პორ­ტრეტს გა­ვა­კე­თებ გა­მო­ვი­ყე­ნებთქო.

ქალ­ბა­ტო­ნო ჯუ­ლი­ე­ტა, ძა­ლი­ან მინ­დო­და ოდეს­მე თქვენ­თვის მეთ­ქვა, რო­გო­რი შვი­ლე­ბი გა­ზარ­დეთ, ჩვენ დე­დე­ბი არ ვიც­ნობთ ჩვენს შვი­ლებს გა­რე­დან და ძა­ლი­ან გვა­ინ­ტე­რე­სებს, რას ფიქ­რო­ბენ მათ­ზე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. თქვენ კარ­გად იცით, არის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი უჩი­ნა­რი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი, ვი­ზა­ჟის­ტე­ბის ჯგუ­ფი, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, დაც­ვა, მძღო­ლე­ბი, და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რი, მზა­რე­უ­ლე­ბი - ნეტა ოდეს­მე მო­გეს­მი­ნათ მათი აზრი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ა­ზე, რო­გორ კოც­ნის და ეხ­ვე­ვა ყვე­ლას, თან ყო­ველ­დღე და ამ სით­ბოს გა­ცე­მით არას­დროს იღ­ლე­ბა, რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბი­ან ისი­ნი გა­ბუს და მერე რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით ყვე­ბი­ან მას­ზე... იმ რამ­დე­ნი­მე წამ­ში, იქ რომ ვი­დე­ქი, ეს მო­გი­ყე­ვით და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ მის­მენ­დით", - წერს თეა ადე­იშ­ვი­ლი.