loader

ირაკლი იმნაიშვილი განცხადებას ავრცელებს მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი იმნაიშვილი განცხადებას ავრცელებს მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

"ლელოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და "მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-ის დირექტორი და "ღამის კურიერის" წამყვანი ირაკლი იმნაიშვილი განცხადებას ავრცელებს.

"რუსთავი 2"-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამოცანაა განსხვავებული პოზიციების წარმოჩენა და დიალოგის პლატფორმის შექმნა. ვწუხვართ, რომ ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, ''ღამის კურიერის'' 19 იანვრის ეთერში მომხდარი ინციდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი. ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ "ღამის კურიერის" მთავარი სარედაქციო ფასეულობაა ურთიერთპატივისცემა. გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება. თუმცა გადაცემის ფორმატი დაირღვა და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა. "რუსთავი 2"-მა ვერ უზრუნველყო სტუმრებისათვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა.

ჩვენს მაყურებელს და გადაცემის სტუმრებს ვუხდით ბოდიშს. 19 იანვრის სამწუხარო ინციდენტის გამოყენება"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია იმ ჯგუფის მხრიდან, ვინც 26-წლიანი ისტორიის მქონე ტელეკომპანიის ეთერიდან გათიშვა ერთხელ უკვე სცადა. "რუსთავი 2"-ის ისტორია არის საქართველოს უახლესი ისტორიის სარკე. სამწუხაროდ, იყო პერიოდი, როცა ტელეკომპანია ღიად ატარებდა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. ამ ჯგუფის მხრიდან ტელეკომპანიაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ ისინი ცდილობენ გააქრონ "რუსთავი 2" და ცილი დასწამონ აქ მომუშავე ადამიანებს. ჩვენი სარედაქციო ამოცანაა, ვიყოთ პლატფორმა ყველა მხარისთვის, მივცეთ მათ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა პოლიტიკურ ძალას გავუწიოთ ოპონირება.

პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან ჩვენ ვცდილობთ, გავწიოთ ფასილიტაცია, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. ეს აღნიშნულია ევროკავშირისა და "გაეროს განვითარების ფონდის" მიერ დაკვეთილი მედიამონიტორინგის კვლევაშიც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ დიალოგის პლატფორმა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, მოუსმინოს ყველა პოლიტიკურ ძალას და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს", - აცხადებს ირაკლი იმნაიშვილი.