loader

"ბოკერიას და ჩერგოლეიშვილის "ტაბულა" ცოფებს ყრის უკვე და ეს კარგია... ეს იქნება გარღვევა ქართულ ლიბერასტულ ტელესივრცეში" - სანდრო ბრეგაძე ახალი ტელევიზიის შექმნას აანონსებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოკერიას და ჩერგოლეიშვილის "ტაბულა" ცოფებს ყრის უკვე და ეს კარგია... ეს იქნება გარღვევა ქართულ ლიბერასტულ ტელესივრცეში" - სანდრო ბრეგაძე ახალი ტელევიზიის შექმნას აანონსებს

"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ახალი ტელევიზიის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

"სულ მალე - სრულფასოვანი ტელეკომპანია "გეორგია". ის უკვე არის ყველა საკაბელო არხზე (ჯერ სხვა სახელით), ასევე სატელიტზე და ჩვეულებრივი ანტენებით იქნება შესაძლებელი ყურება. 24-საათიანი მაუწყებლობა, პირდაპირი ჩართვები, ყოველ საათში საინფორმაციო გამოშვება და ყოველდღე პოლიტიკური ტოქ-შოუ. ეს იქნება გარღვევა ქართულ ლიბერასტულ ტელესივრცეში! ბოკერიას და ჩერგოლეიშვილის "ტაბულა" ცოფებს ყრის უკვე და ეს კარგია", - წერს სანდრო ბრეგაძე.