loader

“განათლების მინისტრი სანამ ბიძინა ივანიშვილზე ლექსებს კითხულობს, ბაშვების მომავალი იკარგება! ამათ აწყობთ ჩლუნგი თაობა!“ - ხატია სჭინავას თქმით, თუ ასე გაგრძელდა “მშობლებთან ერთად განათლების სამინისტროს ესტუმრება“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“განათლების მინისტრი სანამ ბიძინა ივანიშვილზე ლექსებს კითხულობს, ბაშვების მომავალი იკარგება! ამათ აწყობთ ჩლუნგი თაობა!“ - ხატია სჭინავას თქმით, თუ ასე გაგრძელდა “მშობლებთან ერთად განათლების სამინისტროს ესტუმრება“

“მოკლედ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, (და როგორც მინდა ისე დავწერ, აქ ქართულის გაკვეთილი არ არის, სხვა პრობლემაზეა ლაპარაკი ტვინგადმონთხეულებო) რომ ონლაინ სწავლა არის ფსკერი! მომავალი თაობა დაღუპეს, გააზარმაცეს, ჯანმრთელობა შეურყიეს მთელი დღე ეკრანთან ჯდომით, გახადეს სოციოპათები უკონტაქტობით, ჩამოშალეს სრულიად განათლების სისტემა! განათლების მინისტრი სანამ ბიძინა ივანიშვილზე ლექსებს კითხულობს, ბაშვების მომავალი სულ უფრო და უფრო იკარგება! ზოგიერთი დედა ისე დააშინეს, ჯანრთელობის დაცვის მიზნით, ფაქტიურად ანადგურებენ საკუთარი შვილების ჯანმრთელობას და ფსიქიკას! ამათ აწყობთ ჩლუნგი და ადვილად სამართავი თაობა!! მე არ მაწყობს ვუყურო საკუთარი შვილების დაკარგულ მომავალს!! გაუნათლებელი მინისტრები სათანადო გადაწყვეტილებებს იღებენ!! სანამ საქართველოს გამოხრით არიან დაკავებულები, ჩვენი შვილების მომავალს ისევ ჩვენ, დედებმა უნდა ვუშველოთ!! ყველა დედა არ მყავს მხედველობაში!!“ -წერს ხატია სიჭინავა.