X
“დღეს ძალიან კარგი კაცი გარდაიცვალა - ირაკლი ღარიბაშვილი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი“ - გიორგი კეკელიძე
23:25 / 21-01-2021
“დღეს ძალიან კარგი კაცი გარდაიცვალა - ირაკლი ღარიბაშვილი. სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს. ასეთ ხალხს ბევრი არ იცნობს ხოლმე, მაგრამ საქმეებს სწორედ ბევრისთვის და ძალიან დიდს აკეთებენ - ქართული საბიბლიოთეკო სამყარო ირაკლისგან სულ დავალებული იქნება. ძალიან უცნაურად გავიცანი. მე რომ ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორად დავიწყე მუშაობა, მალე, გაუგებარმა ხალხმა სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა გასაყიდ ნაგებობათა სიაში განათავსა. ირაკლიმ დამირეკა და შევხვდით. მე და ლევან თაქთაქიშვილი. ადამიანს სიკვდილის ფერი ედო, კანკალებდა. იოლად მიხვდებოდით, რას ნიშნავდა მისთვის ის უნიკალური კედლები, ის წიგნთსაცავი, ის ადამიანები, იქ რომ მუშაობდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა ედგა გვერდით, მეტი არავინ ამ ბრძოლაში. ვილაპარაკეთ. იმ საღამოსვე კახა ბენდუქიძეს ვესტუმრე ამ ამბით. კახა მაშინ საჯარო სამსახურში აღარ იყო, მაგრამ სადღაც დარეკა და შენობა ამოიღეს გასაყიდთა ნუსხიდან. მეორე დღეს ისევ ირაკლისთან მივედით. ეს ამბავიც იმ სიხარულის გასახსენებლად მოვყევი - თითქოს თვითონ გადარჩა სიკვდილს, თვალები გაუბრწყინდა და კუთხე-კუნჭული მოგვატარა. ის ბიბლიოთეკა მისი გადარჩენილია და ვფიქრობ, რომელიმე დარბაზი აუცილებლად იმსახურებს ირაკლის სახელს, ამ ღვაწლს თაობებიც რომ გაეცნონ.
ჩვენ კი ისედაც ყოველთვის გვემახსოვრება.“ -წერს გიორგი კეკელიძე.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   

“მრცხვენოდა ეს პასუხი რომ მივიღე... თქმა, რომ ჯანმრთელი ვარ...“ - ხათუნა ჟორდანია პირდაპირ ეთერში ატირდა.

ვიდეო: “მთავარი არხი“


ბერძნული “ვოისის“ ახალი ქართველი ვარსკვლავი - ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა!
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
ჰორმონალური დისბალანსი და სხეულის სხვადასხვა ნაწილში წონის მატება - ინფორმაცია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ვიდეო: “რუსთავი 2“



“არაფერია დასამალი... ეს ადამიანი ძალიან ძვირფასია, წელიწადნახევარია უკვე საოცარი ჰარმონია გვაქვს“ - მაია ასათიანი თავის რჩეულზე საუბრობს და ერთ საინტერესო დეტალს განმარტავს
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი! გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან“ - ლელა კაკულია სკანდალურ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს