loader

იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელების ვაჟი სამშობიაროდან გაწერეს - რა ხდებოდა კლინიკასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელების ვაჟი სამშობიაროდან გაწერეს - რა ხდებოდა კლინიკასთან

სამეფო ოჯახის იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელების ვაჟი სამშობიაროდან გაწერეს.

“19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე, მ.ს.უ. ბატონიშვილებს, იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელებს შეეძინათ პირველი ვაჟი, ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი.

ბაგრატ ბაგრატიონი დაიბადა საქართველოში, თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში. ფიზიოლოგიური მშობიარობა მიიღო პროფესორმა ნიკოლოზ (ნუკრი) კინტრაიამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი დაიბადა საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონ-მუხრანელთა ოჯახში, ისევე როგორც, ესპანეთის და საფრანგეთის ბორბონების, გერმანია-ბავარიის ვიტელსბახების და ავსტრიის ჰაბსბურგების ევროპული სამეფო დინასტიების შთამომავალი.