loader

"ვეძახდი, გიო! გიო! იმიტომ, რომ აგარაკზე კარი ღია დამხვდა, ვიფიქრე, იქნებ.." - გიორგი შაქარაშვილის დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვეძახდი, გიო! გიო! იმიტომ, რომ აგარაკზე კარი ღია დამხვდა, ვიფიქრე, იქნებ.." - გიორგი შაქარაშვილის დედა

ვეძახდი, გიო! გიო! იმიტომ, რომ იმ აგარაკზე კარი ღია დამხვდა რომ შევედი, ვიფიქრე, იქნებ დაეძინა ბავშვს, ასე ხმით ვეძახდი, არასდროს არ გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე,- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დედამ თამარ შალვაშვილმა სასამართლო დარბაზში დაკითხვისას განაცხადა. აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაავრცელა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, გარდაცვლილის დედამ სასამართლო დარბაზში დეტალურად გაიხსენა ის მოვლენები, რომლებიც მისი შვილის დაბადების დღეზე წასვლამდე და მისი გაუჩინარების შემდეგ პერიოდს უკავშირდება.