loader

"ალბათ, იყო ჩემი პირადი შეცდომაც" - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალბათ, იყო ჩემი პირადი შეცდომაც" - ამირან გამყრელიძე

"ალბათ, იყო ჩემი პირადი შეცდომაც, რომ მე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით უფრო მტკიცე პოზიცია არ დავიჭირე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა, სადაც მან კორონავირუსის გავრცელების კონტექსტში მიზეზებსა და შეცდომებზე ისაუბრა.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის მსგავსი მასშტაბით გავრცელების ერთ-ერთი მიზეზია, რომ ზაფხულში ქართველებმა დავიჯერეთ - "ძალიან მაგრები, ყველაზე მაგრები ვართ!"

როგორც გამყრელიძე ამბობს, ბათუმს თავის დროზე ვერ მოუარეს.