loader

“ვაქცინას თან მოჰყვეს კოვიდ პასპორტები! ვინც არ იქნება აცრილი - გააგრძელებს მკაცრი რეგულაციების მორჩილებას“ - ქართველი ექიმი მთავრობას ახალი რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვაქცინას თან მოჰყვეს კოვიდ პასპორტები! ვინც არ იქნება აცრილი - გააგრძელებს მკაცრი რეგულაციების მორჩილებას“ - ქართველი ექიმი მთავრობას ახალი რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებს

“ამ თემაზე ამ კუთხით ბევრი არავინ ლაპარაკობს და მინდა დავსვა კითხვა: ვაქცინაციის შემდეგ რა შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში?
შეხედეთ ახლა - კოვიდი გადავიტანე კიდეც, ავიცრები კიდეც და მე მაპატიეთ, მაგრამ საღამოს ცხრის მერე სახლში ჯდომას ასე ბრმად აღარ დავაპირებ უკვე!
მოვითხოვ მთავრობის წარმომადგენლებმა მკაფიოდ და ინტენსიურად აგვიხსნან რა უნდა შეიცვალოს ვაქცინაციის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში, თორემ თუ არაფერი შეიცვლება რას ვხარჯავთ ამ მილიონებს - კიდევ უფრო მკაცრი კარანტინი დააწესეთ მაშინ, ოთახიდან არავინ გამოგვიშვათ და ვირუსიც არავის დაემართება.
ხალხს თუ აუხსნით რომ ვაქცინაციის სრული კურსის შემდეგ იქნება ბენეფიტი ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება, რიგები დადგება ვაქცინაციის კაბინეტებთან და ეს ასეც უნდა მოხდეს! ხოლო თუ ვაქცინაციას არანაირი იმპაქტი არ ექნება ადამიანების ყოველდღიურობაზე, ასე პფაიზერის და მოდერნას ხათრით და ანტივაქსერების ჯინაზე კი ვერ აცრით მილიონ ადამიანს?
ვაქცინას თან მოჰყვეს კოვიდ პასპორტები! ვინც აცრილები ვართ და მით უმეტეს გადატანილიც გვაქვს ეს დაავადება, იმათ უნდა შეგვეძლოს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება - ინდივიდუალურ დონეზე იქნება ეს თუ ბიზნესის. ვინც არ იქნება აცრილი და არც ბუნებრივი იმუნიტეტი ექნება - გააგრძელებს მკაცრი რეგულაციების მორჩილებას. მესმის რომ ასეთი სელექცია აღსრულების ნაწილში რთულია, მაგრამ არ არის შეუძლებელი. უფრო რთული ის ფინანსური კატასტროფაა, რაც ქვეყანას უკვე უდგას დღის წესრიგში.“ - წერს ჯაბა ზარქუა.