loader

“ამ ჯოჯოხეთის დაწყებიდან უკვე მეორედ! ძალიან ვწუხვარ“ - ანიტა რაჭველიშვილი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამ ჯოჯოხეთის დაწყებიდან უკვე მეორედ! ძალიან ვწუხვარ“ - ანიტა რაჭველიშვილი კოვიდით მეორედ დაინფიცირდა

“მას შემდეგ, რაც 15 იანვარს საქართველო დავტოვე, 19-მდე ტესტი Covid ნეგატიურს მიჩვენებდა. დავიტესტეთ 14, 16 და 18 იანვარს და სულ იყო ნეგატიური!
შაბათს, 23 იანვარს დავკარგე სუნი და გემო.
მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში. 25 იანვარს ავიღე ტესტი და დადებითია! ამ ჯოჯოხეთის დაწყებიდან უკვე მეორედ!
ჩემი პირველი შემთხვევა იყო ივლისში. მე არ ვიყავი გადამდები, ოთოს არასდროს ჰქონია კორონა და იმედია არც ახლა გადავდებ.
ოთო დღეს ნეგატიური იყო!
ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო, რომლებმაც ახლა ტესტირება და კარანტინი უნდა გაიარონ! ვწუხვარ ბიჭებო!
დიდი იმედი მაქვს, რომ 10 დღეში ტესტი ნეგატივს აჩვენებს და ჩემს კარმენს Wiener Staatsoper-ში შევასრულებ.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და თავს გაუფრთხილდით ❤“ -წერს ანიტა რაჭველიშვილი.