"თუ საჭირო იქნება, კიდევ გავაკეთებ" - აქტივისტი, რომელმაც ბათუმში დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა, გაათავისუფლეს
10:41 / 26-01-2021
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში მსგავს ქმედებას კვლავ გაიმეორებს. ფანგანის განცხადებით, პროტესტის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივის" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს.
ირაკლი ფანგანს ბრალდება გუშინ წარედგინა და შემდეგ გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.