თემურ წიკლაურის ქალიშვილი ქეთი წიკლაური, სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ ავრცელებს ზოგიერთი საიტი მამის, თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ინფორმაციას და სთხოვს ყველას, მხოლოდ ოჯახისა და ექიმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ენდონ.

ქეთი წიკლაურის საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აზიარებს ერთ-ერთ ფეისბუკ გვერდს, რომლის მიხედვითაც, თითქოს თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მე მესმის თქვენი ყველასი ინტერესი მამას მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენი ოჯახის განსაცდელის ასე გულთან ახლოს მიტანისათვის თქვენ თითოეულს უღრმესი მადლობა. მე ყოველდღიურად ვხედავ და ვგრძნობ ამას და მადლობელი ვარ თქვენი ასეთი სიყვარულისათვის და გვერდში დგომისათვის, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა დღეს, რომ გითხრათ უკვე ჩემი სიტყვებით და არა ჩემი შვილისგან გაზიარებული სტატუსით შემდეგი. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მიიღებთ აბსოლუტურ სიმართლედ ასეთი ტიპის სტატუსებს! პირდაპირ ვიტყვი – ჩემთვის უზნეოს და არაეთიკურს!!! ვინაიდან ერთი სიტყვითაც არ შეუკითხავთ არავის და არ შემხმიანებია არც ერთი ,,ჟურნალისტი” ამ საიტიდან, რომ ასე მარჯვეთ და დიდის სასიხარულო დადასტურებით დაედოთ აქ ეს ინფორმაცია.

ექიმებთან საუბრიდანაც ვიცი, რომ მათ არავისთვის არ მიუციათ ოფიციალური ინფორმაცია (ჩემი თანხმობის გარეშე და ჩვენი ოჯახის სურვილის გარეშე, ისინიც კი ვერ ბედავენ ვერანაირი ინფორმაციის გაცემას). აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნუ დაიჯერებთ ინტერნეტ-სტატუსების ჟივილ-ხივილს, ანდა ცოტა ხანი მაინც შეჩერდით თქვენს მწუხარებასა თუ სიხარულში, სანამ არ დადასტურდება ინფორმაციის ავთენტურობა.

ნუთუ 2 კვირის წინანდელი ამბავი აშკარა მაგალითი არ იყო იმისა, თუ როგორ უნდა აღიქვა და გაფილტრო ინტერნეტში ინფორმაცია?! როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, მე თვითონ გაცნობებთ, ღმერთის წყალობით სასიხარულო ინფორმაციას. ნუ მილოცავთ იმას, რაც არ იცით, რომ სიმართლეა,ზუსტად იმავენაირად, როგორც მაშინ მისამძიმრებდით! თუ ჩემთან არ გებადებათ ის თავდაპირველად საჭირო შეკითხვა – ქეთი, მამა როგორაა, რომ დაელოდოთ ჩემს პასუხს და ეგრევე მოლოცვებით მახარებთ, – ხომ არ ჯობია, მაშინ ჯერ იმათთან გადაამოწმოთ, სადაც ამოიკითხეთ ეს სიახლე, პირადში მისწეროთ მათ და იკითხოთ, საიდან იციან და ვინ მოაწოდა ეს ინფორმაცია და ნამდვილად სიმართლეა თუ არა? და მერე კიდევ ცოტა ხანი დაელოდეთ… აბა, კიდევ რას დაწერენ ინტერნეტში…

გარწმუნებთ, ჩემზე მეტად არ გენდომებათ, მამა რომ კარგად იყოს. ამჟამად მამა რეანიმაციაშია ისევ, სტაბილურად მძიმე. გმადლობთ.” - წერს ქეთი წიკლაური.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს არის სენსაცია! ნიკა მელია შეიძლება ვიხილოთ მმართველ გუნდში... მელიაც და კობახიძეც სწორ ნაბიჯებს დგამენ“ - ლელა კაკულია ვიდეოს აქვეყნებს
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
საშიშია თუ არა კორონავირუსზე ვაქცინაცია? - ლელა კაკულია უახლეს ვიდეოს აქვეყნებს და მომავალში კიდევ ერთ პანდემიას წინასწარმეტყველებს.





ორი ქურთუკის ისტორია, რომლებმაც ნიკა მელია სკანდალში გახვიეს - “ხალხო, დამაკომპლექსეს, ვეღარ ვიცვამ“
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?