loader

"ნიკა მელია ჩემთან არ არის მართალი; შემიძლია სახლში მივიდე და ბატონ ანზორთან ერთად მოვყვე, რატომ ვარ მართალი" - იაგო ხვიჩია განმარტავს, რის გამო იკამათა ნიკა მელიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნიკა მელია ჩემთან არ არის მართალი; შემიძლია სახლში მივიდე და ბატონ ანზორთან ერთად მოვყვე, რატომ ვარ მართალი" - იაგო ხვიჩია განმარტავს, რის გამო იკამათა ნიკა მელიასთან

"გაბრაზება "მოსულა"; რომ არ გაბრაზებულიყო, ნიკა მელიაზე წარმოდგენას დავკარგავდი. ამიტომ ვაფასებ, მაგრამ ჩემთან არ არის მართალი! ამის შესახებ მე შემიძლია ნებისმიერ ადგილზე ვილაპარაკო. მათ შორის, მე პატივს ვცემ მამამისს. შემიძლია, სახლში მივიდე და ბატონ ანზორთან ერთად მოვყვე, რატომ ვარ მართალი, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

ხვიჩიამ "პალიტრანიუსის" ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რის გამო იკამათა ნიკა მელიასთან და აღნიშნა, რომ მელიამ მისგან "მწვავე კრიტიკა" ვერ აიტანა.

ამასთან, ხვიჩიამ განმარტა, თუ რატომ ითხოვს იარაღის ტარების უფლებას და განაცხადა, რომ "ერი უნდა ვითხოვდეთ იარაღის ლეგალიზაციას".