loader

“დედა მაძალებს მათხოვრობას, თუ სახლში ფული არ მივიტანე, მცემს“ - პატარა ბავშვის უმძიმესი ისტორია, რომელიც დედამ სახლიდან გააგდო და ღამეებს ქუჩაში ათენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დედა მაძალებს მათხოვრობას, თუ სახლში ფული არ მივიტანე, მცემს“ - პატარა ბავშვის უმძიმესი ისტორია, რომელიც დედამ სახლიდან გააგდო და ღამეებს ქუჩაში ათენებს

“არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის როგორ გადმოვცე ეს ემოცია, საწყობში რომ შემოვარდა და გამათბობელთან რომ მუხლებით დაეცა ”გთხოვთ ცოტა ხანი გავთბები ძალიან მცივა” 2 ღამეა ქუჩაში სძინავს.. მაღაზია გატეხა იმიტომ რომ შიოდა... დედამ გაიგო და დასაჯა.. ჯერ ცემა შემდეგ კი სახლიდან გამოაგდო.. პოლიციამ ნახა ქუჩაში მძინარე და ბავშვთა სახლში მიიყვანა. იქიდანაც გამოიპარა...
- კახა მქვია... 12 წლის ვარ.. რუსთავში ვცხოვრობთ ქირით.. მამა ლოთი მყავს. დედამ სახლიდან გააგდო.. დედა მაძალებს მათხოვრობას... თუ სახლში ფული არ მივიტანე მცემს... ( ტირის) 2 ძმა მყავს პატარა. დედაც მათხოვრობს.. 10-15 ლარს შოულობს... მაგრამ არ ყოფნის...
შევთავაზეთ სახლში მიყვანა და უარი გვითხრა. ეშინია დედასი თქვენ რომ დაგინახავთ მცემსო. წებოზე დაგვპირდა რომ აღარ მიეკარება, სანაცვლოდ კი თბილი ტანსაცმელით და პროდუქტებით დავეხმარებით...
მაგრამ ეს არაა საკმარისი...
ძალადობის მსხვერპლია და მომავალი კრიმინალი, რომელსაც თავის გადარჩენის ინსტიქტი აქვს მხოლოდ და იდეაფიქსად ქურდობა !!!“ - წერს ეკა ზერაგია და ვიდეოს ავრცელებს.