loader

"მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ..." - მეუფე დანიელი დეკანოზ თადეოზის სკანდალურ ქადაგებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ..." - მეუფე დანიელი დეკანოზ თადეოზის სკანდალურ ქადაგებაზე

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება და სახარებისეულ სწავლებასთან შეუფერებლად აფასებს მის ნათქვამს:

"მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას", - წერია მიტროპოლიტ დანიელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა თადეოზმა საკვირაო ქადაგებისას ბავშვების ვირუსით დაინფიცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯობია ბავშვი პატარაობაშივე მოკვდეს, ვიდრე პარაზიტად და მავნებლად გაიზარდოს.

ნახეთ ვიდეო: "ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!"- დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალური ქადაგება