loader

კახი კალაძემ 94 წლის უბინაოდ დარჩენილ მარგარიტა ბებიას სახლი გადასცა - ემოციური ვიდეო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახი კალაძემ 94 წლის უბინაოდ დარჩენილ მარგარიტა ბებიას სახლი გადასცა - ემოციური ვიდეო


როგორც თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი წერს, 94 წლის მარგარიტა ქაჯაიას, კახი კალაძის დამსახურებით, დღეიდან საკუთარი ბინა ექნება. მას ბინის საკუთრების შესახებ ფურცელი კამერების წინ გადასცეს.

„94 წლის მარგარიტა ქაჯაიას უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა თბილისის მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა მაინც საკუთარი თვალით წაიკითხა.

მარგარიტა ბებოს მძიმე და ტრაგედიით აღსავსე ცხოვრებაში დღევანდელი დღე, ალბათ, გამონაკლისია. ოჯახის 4 წევრის გარდაცვალების და უბინაოდ დარჩენის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა და თავი მუნიციპალურ ფართს შეაფარა. ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე, მარგარიტა ბებო 20 კვადრატულ ფართში ათეული წელია ცხოვრობს, თუმცა მუდმივ შიშში, არავის გაესახლებინა.

დღეიდან მას საკუთარი ჭერი აქვს“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.