loader

რა ხდება ამ წუთებში დიდ დიღომში - "სახლებში ვერ შემოვდივართ და ვერ გავდივართ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში დიდ დიღომში - "სახლებში ვერ შემოვდივართ და ვერ გავდივართ"

დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში ვრცელდება ვიდეო მინაწერით:
"კვირას 31 იანვარს, 12 საათზე იგეგმება მშვიდობიანი პროტესტი დიდ დიღომში მესამე მიკროში იმ ადგილზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, უკვე ყველამ გაიგეთ დიდ დიღომში, სტრაბონის ქუჩა #30-ში მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესახებ, მერია თვლის, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე დავაა, მერიის რომელიღაც მაღალჩინოსანს კარგად აფარებენ ხელს, არაფერს ვამბობ იმაზე რომ ამ მშენებელი კომპანიის დირექტორი ვინმე სამტრედიელი ჯანელიძეა!!! დანარჩენი თქვენ გაანალიზეთ, 391 კვადრატში 9 სართულს როგორ აშენებენ, უკვე სუნთქვა შეუძლებელია ამ უბანში ამ ქაოსური მშენებლობის გამო!!!მანქანების პარკინგი კი არა შემოსვლით ვერ შემოვდივართ სახლებში და ვერ გავდივართ ისეთი ჩახერგილია, ერთად გავაპროტესტოთ ეს მავნებლობა, ვისაც სურვილი გექნებათ კვირას 12 საათზე გელოდებით ყველა იმ ადამიანს ვისაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ, მადლობა ყურადღებისთვის!!!"