loader

"თურქული ცხვირის წვეთები კოვიდ-19-ს ერთ წუთში ანადგურებს" - მეცნიერთა თქმით, პრეპარატზე კვლევები პანდემიამდე დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თურქული ცხვირის წვეთები კოვიდ-19-ს ერთ წუთში ანადგურებს" - მეცნიერთა თქმით, პრეპარატზე კვლევები პანდემიამდე დაიწყო

თურქეთის ქალაქ ბურსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის თანამშრომლებმა ცხვირის წვეთები დაამზადეს, რომელსაც მათივე მტკიცებით, კორონავირუსის განადგურება ერთ წუთში შეუძლია. სპრეიზე - სახელწოდებით "გენოქსინი", რომელიც სრულად ანადგურებს ვირუსს, პროფესორი სეჰიმე გიულსულ ტემელი ორ კოლეგასთან, აჰმეტ იუმიტ საბანჟისთან და გიუნეით ოზაკინთან ერთად მუშაობდა.

მეცნიერთა თქმით, კვლევები პანდემიამდე დაიწყო. თავდაპირველად პრეპარატს ანტიბაქტერიული დანიშნულება ჰქონდა, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ სპეციალისტებმა მისი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოყენების ეფექტურობაზე იზრუნეს. სპრეი ვირუსს ცხვირისა და პირის ქსოვილებზე კლავს, რაც ხელს უშლის მის გავრცელებას და რაოდენობას ამცირებს. 

წყარო: "აჭარა TV"