loader

"ასე რომ არ მექნა, ალბათ, ახლა ხერხემალში გადამსხვრეული ვიქნებოდი" - რა მოხდა დიდ დიღომში ცოტა ხნის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასე რომ არ მექნა, ალბათ, ახლა ხერხემალში გადამსხვრეული ვიქნებოდი" - რა მოხდა დიდ დიღომში ცოტა ხნის წინ

დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში წერენ: "გადმოვდიოდი ამ ზებრაზე გუდვილიდან ბრწყინვალეს მიმართულებით, რა საკვირველია მწვანე შუქნიშანზე და როდესაც პირველ ზოლებში ყველა მანქანა გაჩერებული იყო, ბოლო ზოლიდან მანქანებისთვის წითელ შუქნიშანზე მაღალი სიჩქარით ცხვირწინ ჩამიქროლა თეთრმა ჯიპმა, ნომერი რა თქმა უნდა ვერ დავინახე, და კიდევ კარგი, რომ არავის ვენდობი და მაინც ვიხედები წინასწარ (მაგრამ ნორმალურია მწვანე შუქნიშანზეც რომ ვერ ვენდობი?). ასე რომ არ მექნა ალბათ ახლა ხერხემალში გადამსხვრეული ვიქნებოდი, არ ვიცი ამას წაიკითხავს ეს მძღოლი თუ არა, მაგრამ ძალიან გთხოვთ ყველას ყურადღებით ატარეთ მანქანები, გადაამოწმეთ ყველა მხარე, დარწმუნდით, რომ ყველაფერი რიგზეა, თუ მაინც და მაინც გეჩქარებათ და წითელზე გავლა გინდათ თავი დაიზღვიეთ და გაიხედეთ იქნებ ვინმე მოდის, რადგან სხვა დროს შეიძლება ვინმეს სიცოცხლე შეიწიროთ." - წერენ სოციალურ ქსელში.