loader

"ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემოვიდა და ახლაც გრძელდება" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემოვიდა და ახლაც გრძელდება" - ნიკა გვარამია

ტელეკომპანია მთავარის დირექტორი წერს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტში მისი ნომრის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ, მას უცხო ადამიანები უწყვეტად უკავშირდებიან.  "ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს.
რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში.
Nino Lomjaria უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ.  
p.s ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება", - წერს გვარამია.



იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და "ოცნების" დეპუტატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა. იგი ამით გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პირველ სხდომაზე თავისი ტელეფონის ნომერი თქვა და განაცხადა, რომ ისევ ხალხთან კონტაქტზე იქნება.