loader

გოგონას რეაქცია, როცა შორენა ბეგაშვილმა გადაცემის ბოლოს უცნაური საჩუქარი გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონას რეაქცია, როცა შორენა ბეგაშვილმა გადაცემის ბოლოს უცნაური საჩუქარი გადასცა

"შორენას ეფექტში" შორენა ბეგაშვილი სტუმარს საჩუქრად "ნატახტარის" ლიმონათი გადასცა. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ "ეფეს საქართველომ" განცხადება გაავრცელა: 

"ეფეს საქართველოს“ განცხადება გადაცემა „შორენას ეფექტში“ „ნატახტარის ლიმონათის“ გამოყენებასთან დაკავშირებით. 
"საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურებისა და ჩართულობის გამო, აუცილებლად მიგვაჩნია განვმარტოთ გადაცემა „შორენას ეფექტში“ გასული მასალა, სადაც გადაცემის წამყვანი სტუმარს „ნატახტარის ლიმონათს“ ჩუქნის.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გადაცემის დაგეგმვასა და განხორციელებასთან კომპანიას კავშირი არ ჰქონია. კომპანია „ეფეს საქართველოს“ არ მიუმართავს ასეთი თხოვნით ან წინადადებით გადაცემის ავტორთათვის. „ნატახტარის ლიმონათის“ სტუმრისთვის ჩუქება იყო გადაცემის შემქმნელების ინიციატივა, რომლის შესახებაც ჩვენ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ შევიტყვეთ.

კომპანიის და მისი ბრენდების საქმიანობით დაინტერესებულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ კომპანია „ეფეს საქართველოს“ და „ნატახტარის ლიმონათს“ განსხვავებული მიდგომა აქვთ მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიმართ. 2010 წლიდან ფუნქციონირებს „ფონდი ნატახტარი“, რომელიც მდგრადი და გრძელვადიან ეფექტზე გათვლილი სპეციალური პროგრამით ეხმარება მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს განათლების მიღებასა და დასაქმებაში."- ნათქვამია განცხადებაში.