loader

რა რეაქცია მოჰყვა აშშ-ი ქართველი ქალის ვაქცინაციის ვიდეოს, რომელმაც მან ის პირდაპირ ეთერში გაიკეთა (შესწორებული) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა რეაქცია მოჰყვა აშშ-ი ქართველი ქალის ვაქცინაციის ვიდეოს, რომელმაც მან ის პირდაპირ ეთერში გაიკეთა (შესწორებული)

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მა­რი­ამ ტა­ლა­ხა­ძემ, რომელსაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ანგარიში "უბა­ტო­ნო ხევ­სუ­რის" სახელით აქვს, სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვის ვაქცინა გაიკეთა. "ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვის" ყუ­რე­ბის შემ­დეგ საზოგადოების ნა­წილს კი­თხვა გა­უჩ­ნდა, თუ სად გაქ­რა ნემ­სი, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ.

"უფალს ება­რე­ბო­დე. იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ ალ­ბათ, თო­რემ არ უნდა გა­ი­კე­თო, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში.

"ღმერ­თმა ჯან­მრთე­ლად გამ­ყო­ფოს, მაგ­რამ ნუ აპი­ა­რებ იმას, რაც შენ თვი­თო­ნაც არ იცი რას მო­გი­ტანს..".

"მარ­თლა და­ჩიპ­ვაა, ნემ­სი რი­თაც ჩა­არ­ჭო, შიგ კუნთში და­ტო­ვა!
" - წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

უარყოფითი კომენტარების შესახებ ინფორმაცია თავად მარიამ ტალახაძემაც გამოაქვეყნა. იხილეთ ლინკი.

სტატიის პირვანდელ ვერსიაში არ იყო აღნიშნული ამ ნემსის შესახებ, შესაბამისად ვამატებთ მის შესახებ ინფორმაციას: ნემ­სის ეს სა­ხე­ო­ბა ე.წ. უსაფრთხო შპრიცია, რომელიც უკვე დიდი ხა­ნია გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში. ის სპე­ცი­ა­ლუ­რად ექი­მე­ბი­სა და ექთ­ნე­ბის და­სა­ცა­ვად არის შექ­მნი­ლი, რომ გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მისი უნებ­ლიე ჩხვლე­ტა თა­ვი­დან აი­რი­დონ. სწორედ ეს ნემსია რეკომენდირებული ევროკავშირის მიერ და არის სრულიად უსაფრთხო. იხილეთ ნემსის მუშაობის პრინციპი.

ასევე, პირვანდელ ვერსიაში იყო მომხარებლის ვიდეოს მხოლოდ ერთი ნაწილი, რასაც ვარედაქტირებთ და ვცვლით სრულ ვიდეოდ.

მა­რი­ამ ტა­ლა­ხა­ძემ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბაც გააკეთა, გთავაზობთ მის სტატუსს:

"თქვენ ჯვა­რი გწე­რი­ათ და მე თით­ქმის მთე­ლი ღამე გა­ვა­თე­ნე კო­მენ­ტა­რე­ბის კი­თხვა­ში, ახლა ვი­ძი­ნებ, მაგ­რამ მა­ნამ­დე მინ­დო­და მე­კი­თხა:

კაი, ჩი­პის ხე­ლო­სა­ნი ხომ არ იცით ვინ­მემ?! ახა­ლია და გა­და­მოწ­მე­ბა მინ­და, რამე არ გა­მე­პა­როს

თა­ვი­დან ცოტა ვი­ცი­ნე, მერე დავ­ფიქ­რდი რომ ხალ­ხს, რო­მე­ლიც ათას სა­ში­ნე­ლე­ბას მი­წერ­და (უფრო სიბ­ნე­ლეს ავ­ლენ­და, ვიდ­რე შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებ­და), ხმის უფ­ლე­ბა აქვთ, ნა­წი­ლობ­რივ შე­უძ­ლი­ათ ქვეყ­ნის მარ­თვა­ში ჩა­ერ­თონ და ამან ცოტა და­მა­სევ­დი­ა­ნა, საით მი­ვე­ქა­ნე­ბით?!

მერე მივ­ხვდი რომ არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა და უფრო ვი­ცი­ნე და ამა­სო­ბა­ში ქე გა­თენ­და...მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან რა მა­ინ­ტე­რე­სებს იცით?!

5 ათა­სი მე­გო­ბა­რი მყავ­ხართ, ყო­ველ დღე გი­ზი­ა­რებთ რო­გორ ვარ, სად ვცხოვ­რობ, ხელ­ფა­სი რამ­დე­ნი მაქვს, ბი­ნის ვალი რამ­დე­ნი დამ­რჩა, ლა­ტა­რი­ას რამ­დენს ვთა­მა­შობ, რო­დის ვამ­თავ­რებ, რო­მელ მო­ხუცს ვუვ­ლი და რო­გორ. იცით ჩემი ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, სა­ნა­თე­საო, ჩემი წარ­სუ­ლი. იც­ნობთ ჩემს მთა­ვარ და და­უ­მარ­ცხე­ლებ მტერს #ბაძ­ვი­ას

რავი, ვინ რა უნდა გა­მი­კონ­ტრო­ლოს, გა­თხო­ვი­ლი და დე­დამ­თი­ლის­გან გა­მოგ­დე­ბუ­ლი მე არ ვყო­ფილ­ვარ, საყ­ვა­რე­ლი მე არ მყო­ლია, თა­მა­შით მე არ ვთა­მა­შობ, სი­გა­რეტს მე არ ვე­წე­ვი, სას­მელს მე არ ვსამ (ერთხელ დავ­ლიე ამ ორ წელ­ში და მთე­ლი დე­და­მი­წა ტრი­ა­ლებ­და 1 კვი­რა) ტრე­ფი­კინ­გში ჩარ­თუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, ია­რა­ღით მე არ ვვაჭ­რობ და ჯა­შუ­შურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან მე არ ვთა­ნამ­შრომ­ლობ (ისე, მცდე­ლო­ბა იყო, რაღა და­გი­მა­ლოთ).

ხოდა, ახლა თუ ვინ­მე ზის მარსზე და მა­კონ­ტრო­ლებს, დი­ლით რომ ან­ჯე­ლო და­მი­ძა­ხებს მში­აო, ავა­ყე­ნებ და უშაქ­რო ყა­ვას გა­ვუ­კე­თებ, თან მო­ვა­ტყუ­ებ შაქ­რი­ა­ნი­ა­თქო, თქვენ კარ­ქათ იყა­ვით და ეგი ღმერ­თმა შე­არ­გოს ვი­საც აინ­ტე­რე­სებს.

პ.ს სად იყო ვაქ­ცი­ნა და და­ჩიპ­ვა თუ ღმერ­თი გწამთ, მე რომ დე­ი­და­ჩე­მი მა­კონ­ტრო­ლებ­და, მაგ­რამ ქე მო­ვე­დი აქამ­დე და აწი რაღა კონ­ტრო­ლი შე­მა­ში­ნებს?!“ - იხილეთ სტატუსი მომხარებლის ფეისბუქზე.