loader

“ეს ხდება უკვე მესამედ შუა ქალაქში, სოლოლაკში, ამაღლებისა და წავკისის ქუჩის კვეთასთან“ - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს ხდება უკვე მესამედ შუა ქალაქში, სოლოლაკში, ამაღლებისა და წავკისის ქუჩის კვეთასთან“ - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს“ მთაწმინდაზე არსებული რთული ვითარების შესახებ წერს და მარიამ ხურცილავას სტატუსს აქვეყებს.
“მარიამ ხურცილავა ავრცელებს შემდეგ ინფორმაციას
გამარჯობათ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power -ის საშინელ უპასუხისმგებლობაზე და უნამუსობაზე უნდა მოგიყვეთ , ასევე მთაწმინდის რაიონის გამგეობა-ის და თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ის სრულ უმოქმედობაზე !
ეს ხდება უკვე მესამედ შუა ქალაქში, სოლოლაკში ამაღლებისა და წავკისის ქუჩის კვეთასთან.
პირველად დაახლოებით ალბათ წელიწადნახევრის ან ორი წლის უკან მოხდა მსგავსი რამ, სახლი გვისველდებოდა ნესტი ვერ გავაქრეთ , ბოლოს გზა რო ჩავარდა აღმოჩნდა რო gwp-ის მილი იყო გამსკდარი ასფალტქვეშ და კარგა ხნის განმავლობაში ჩვენს სახლს რეცხავდა. მოვიდნენ "გააკეთეს" და გადააგეს ისევ გზა. გავიდა დრო და ისევ იგივე მოხდა. რა თქმა უნდა დედაჩემმა საჩივარი დაწერა მაგრამ რეაგირება 0. წინა ორი გზის ჩავარდნის დროს მადლობა ღმერთს რო არავინ დაშავებულა, ეხლა ფოტოებზეც ხედავთ მესამე ჯერზე რაც მოხდა! მოკლედ გამგეობა გვეუბნება ჩვენ არ გვეხება წყალკანალს მოედავეთო, წყალკანალს სულ ცალ ფეხზე ვკიდივართ (ჩაჟანგულ მილებს მიაბავენ მოაბავენ) და აი ესე გაფუჭებული ტელეფონივით არიან!
ალბათ სანამ ვინმეს არ ჩაიყოლებს ეს გზა მანამდე აი ესე გაგვწამებენ
პ.ს მადლობა ღმერთს მანქანის მძღოლს არაფერი მოსვლია“ - წერს ხურცილავა.