loader

კადრები ზურაბ ჯაფარიძის ბარიდან, რომელიც დაუმორჩილებლობის ნიშნად დღეს გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ზურაბ ჯაფარიძის ბარიდან, რომელიც დაუმორჩილებლობის ნიშნად დღეს გაიხსნა

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" გახსნა. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

მისივე ინფორმაციით, ბარი შეზღუდვების მიუხედავად ღამის საათებშიც იმუშავებს.

"ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. ვიცით, რომ ქვეყანაში უამრავი შეზღუდვა მოქმედებს, მათ შორის, "კომენდანტის საათი" ,რაც კაფეს, ბარის, რესტორნის ფუნქციონირებას ეხება. ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანია ეს შეზღუდვები გააპროტესტოს. ვითხოვთ, რომ ყველა შეზღუდვა მოიხსნას. ეს ბარი უკვე არღვევს რეგულაციას, როგორც ხედავთ, შიგნით ხალხი ზის, ასევე დაარღვევს "კომენდანტის საათსაც" , - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.