loader

"უგულავა მართლა იყო აქ, სუფრა გავუშალე" - მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უგულავა მართლა იყო აქ, სუფრა გავუშალე" - მიხეილ სააკაშვილი შეხვედრის დეტალებზე

მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში გიგი უგულავას შეხვდა. როგორც სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, ადამიანური შეხვედრის მოწამვლა არ უნდოდათ.

"გიგი იყო აქ მართლა, ჩემთან სახლში. სუფრა გავუშალე. ძალიან თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ არ გვინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა. მე, რა თქმა უნდა, მათი კამპანია არ მომეწონა. მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ პირველ რიგში დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე. ეს თავდასხმები ჩემზე არ იყო საერთო ინტერესებში, მაგრამ შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო. საჭიროა მომავალზე კონცენტრირება, მით უმეტეს, მათი რაღაც პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია", - განაცხადა სააკაშვილმა.