loader

"გამოვიდა და თქვა, შეიძლება მელია არ მევასებოდეს, არ ვეთანხმებოდე, მაგრამ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოვიდა და თქვა, შეიძლება მელია არ მევასებოდეს, არ ვეთანხმებოდე, მაგრამ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს: 

"არადა მარტივია. ასი ათასობით ლაიქი ადასტურებს რომ ხალხს არ უნდა დაპირისპირება. დაიღალა ქვეყანა პოლარიზებით.
გამოვიდა და თქვა, შეიძლება მელია არ მევასებოდეს, არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მის დაჭერას ხელი არ მოვაწერეო. თავისთავად ეს არის პრეცედენტი მაღალ პოლიტიკურ იერარქიაში, როცა მთლად მთავარს არ ეთანხმება ხელისუფალი და ამას საჯაროდ გამოხატავს.

ახლა მთავარია ქართული ოცნების ლიდერებთან ერთად საჯარო მოხელეებმა და პოლიციელებმა ითვალონ ფოტოზე ლაიქები.
გინდათ ხალხს ევასებოდეთ? დაიცავით ოპოზიციის უფლებებიც. მზა რეცეპტი გიდევთ." - წერს ჟორჟოლიანი.