loader

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მშობლებს ურჩევენ..." - რა უნდა იცოდეთ თუ თქვენს ახალშობილს ჰემანგიომა აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მშობლებს ურჩევენ..." - რა უნდა იცოდეთ თუ თქვენს ახალშობილს ჰემანგიომა აქვს

ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს და იმ მშობლებს მიმართავს ვის შვილსაც ჰემანგიომა აქვს:

"ახალშობილი ბავშვის ჰემანგიომა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ხშირად მშობლებს ამ ასაკის ბავშვებში ურჩევენ ქირურგიული გზით ჰემანგიომის მოშორებას რაც ყოვლად გაუმართლებელია და შედეგი შესაძლოა კოსმეტიკურად უფრო უარესი იყოს, განსაკუთრებით თუ ჰემანგიომა სახეზე ან კისერზეა ლოკალიზებული.
მკურნალობის მეთოდი ამ შემთხვევაში მოცდითი დაკვირვებაა (watchful waiting approach).

უმეტეს შემთხვევაში ჰემანგიომა განიცდის სპონტანურ რეგრესს მკურნალობის გარეშე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები - პირველი სურათი თვეების ბავშვი, მე-2 სურათი იგივე ლამაზი ბავშვი 5 წლის ასაკში მკურნალობის გარეშე.
ასე რომ სპეციალისტის სწორი რეკომენდაცია და პაციენტის სწორი განათლება ძალზედ მნიშვნელოვანია" - წერს ზაზა თელია.