loader

"ნათელი გახდა, რომ ჩვენ დაბოლილები კი არ ვართ, რომლებიც ასეთი კითხვებით დავდივართ, არამედ საერთო პრობლემაა" - ვახო მეგრელიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნათელი გახდა, რომ ჩვენ დაბოლილები კი არ ვართ, რომლებიც ასეთი კითხვებით დავდივართ, არამედ საერთო პრობლემაა" - ვახო მეგრელიშვილი

"დღევანდელი დღის შესახებ იმდენი ხანი ვაფრთხილებდით ჩვენს კოლეგებს, რომ მათგან რისხვაც დავიმსახურეთ", - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილი "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმითვე, ევროატლანტიკური გზიდან უკან დახევა ყველას პრობლემაა.

"სინამდვილეში ამ დღეზე იყო საუბარი. ამერიკის საელჩოს განცხადებამ, რომელიც დილით გამოქვეყნდა, ნათელი გახადა, რომ ჩვენ უბრალოდ დაბოლილები კი არ ვართ, რომლებიც ასეთი კითხვებით დავდივართ, არამედ მართლა საერთო პრობლემაა. ეს არ არის რომელიმე მხარის პრობლემა... ევროატლანტიკური გზიდან უკან დახევა ეს არის ოპოზიციის პრობლემა და პოზიციის პრობლემაც", - აღნიშნა მეგრელიშვილმა.