loader

მძიმე კადრები რუსთავიდან, სადაც ავარია მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები რუსთავიდან, სადაც ავარია მოხდა

რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, "ინფინიტის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

ერთი 25 წლის დაშავებული მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხოლო ორი დაშავებული კაცი სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

წყარო: inforustavi.ge