loader

ამბავმა, რომელიც წუხელ დიდ დიღომში მოხდა, საზოგადოების საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია -"რა გულისხმიერი ადამიანი ყოფილა, თან გამოცდილი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამბავმა, რომელიც წუხელ დიდ დიღომში მოხდა, საზოგადოების საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია -"რა გულისხმიერი ადამიანი ყოფილა, თან გამოცდილი"

დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში ვრცელდება ფოტო მინაწერით: "გუშინ საღამოს ვიღაცამ ჩამოიარა და ეზოში გაჩერებულ ყველა მანქანას მინის საწმენდები აუწია ზემოთ, რომ არ მიყინულიყო. დილით დაგვხვდა ასე, მესამეში ხდება ეს ამბავი." - წერენ დახურულ ჯგუფში.

პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

"დასავლეთის ხასიათი ჩანს და რა ვქნა, ნუ დამაყრით ეხლა აღმოსავლეთ საქართველო";

"სიკეთე გადამდებია. ბრავო დიღმელებო მისაბაძი ხალხი ვცხოვრობთ აქ. გაითვალისწინოს სხვა უბნელებმაც" - წერენ კომენტარებში.